კალენდარი

arrow სექტემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
30 

ავტორიზაციის პერიოდში ცენტრის ინფორმირება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, განხორციელების ფორმის ცვლილების ან
საკუთარი ინიციატივით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შედეგების დამატების ან/და
ამოღების, ასევე სწავლის შედეგების მიღწევის ადგილის ცვლილების შემთხვევაში, პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ცვლილების შესახებ ცენტრს აცნობოს
ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში და ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები.

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ
პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა და ცენტრს აცნობოს აღნიშნულის შესახებ
შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადებამდე,
არანაკლებ 60 კალენდარული დღით ადრე.

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას შეცვლილი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, განახორციელოს შეცვლამდე არსებული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ მასზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის,
ვალდებულია ცენტრს აცნობოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის
ვადაში.

გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია
განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით. განსაზღვრულ მოთხოვნათა
შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge