კალენდარი

arrow ოქტომბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

დაგეგმილი ცვლილებები

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარება

დაგეგმილი ცვლილებები

2013 -2014 წელს განხორციელებული სამუშაოები

2013 წლიდან დაიწყო მოქმედი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა სამუშაო შეხვედრები განათლების თითოეული საფეხურის (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) მიმართულების ექსპერტებისა და სპეციალიტების ჩართულობით.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად მომზადდა მოქმედი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც აისახა სისტემაში არსებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელ შემდგომი ნაბიჯები.

2014 -2015 წელს განხორციელებული სამუშაოები

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემდგომი განვითარებისა და მისი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წელს, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
სამუშაო ჯგუფის მიერ 2014-2015 წლებში განხორციელდა სამუშაო შეხვედრები დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით.
ორწლიანი მუშაობის შედეგად მომზადდა შემდეგი დოკუმენტები: კვალიფიკაციების ჩარჩოები (საერთაშორისო და ეროვნული ჩარჩოების შედარებითი ანალიზი); ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტი; სწავლის სფეროების კლასიფიკატორის პროექტი; ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს შემუშავებისა და განხორციელების ღონისძიებათა ორწლიანი გეგმა (2015-2017); ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცებისა და განხორციელების მიზნით ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პაკეტი.

თანამშრომლობა „ევროპის განათლების ფონდთან“ (ETF) განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვის მიზნით

2017 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ცენტრის მიერ შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის პროექტების განხილვა და დანერგვის მიზნით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.
თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა - განსახორციელებელ სამუშაოთა ორწლიანი (2017-2019) გეგმა; ანალიზის დოკუმენტი - საქართველოს კვალიფიკაციების ჩარჩო 2017 წელს: საბაზისო ანალიზი და კვალიფიკაციების აღწერა; კონცეფციის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია პოლიტიკური და მეთოდოლოგიური შემოთავაზებები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის ძირითად ასპექტებზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წლის 10 დეკემბერს დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზის დოკუმენტები


1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზი 

2. (საერთაშორისო და ეროვნული ჩარჩოების შედარებითი ანალიზი) 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge