კალენდარი

arrow ივნისი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

ტურინის პროცესი

საქართველო 2010 წლიდან ჩართულია ტურინის პროცესში.

,,ტურინის პროცესი (TRP)“ პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად ევროპის განათლების ფონდის (ETF) პარტნიორ ქვეყნებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხრიდან ეძლევა შესაძლებლობა იყოს ამ პროცესების მონაწილე, გაუზიაროს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროგრესი, გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მიზანმიმართული რეფორმების მეშვეობით, ყოველწლიურად გააუმჯობესოს შედეგები პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების კუთხით.

http://www.etf.europa.eu/web.nsf/pages/Georgia 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge