კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი (Enic-Naric)

ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონის კონვენციის) იმპელემტაციისა და ზოგადად, კვალიფიკაციათა აღიარების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარების ხელშესაწყობად ევროპის საბჭოსა და UNESCO-ს მიერ შეიქმნა ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი (ENIC Network) და მისი სამდივნო. აღნიშნული ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კავშირის აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ქსელთან (NARIC Network).
ლისაბონის კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 1999 წელს განახორციელა და აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელში მას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის ფუნქციაა აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის წარმომადგენლებისათვის ქართული საგანმანათლებლო სისტემის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება.
სსიპ - განათლების ხარისხის განვიტარებიც ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის წარმომადგენლებთან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცესშიც.
დამატებითი ინფორმაცია აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.enic-naric.net  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge