კალენდარი

arrow მარტი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
2728293031  

ხარისხის მართვის ევროპული ფონდი (EFQM)

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა 2015 წლიდან დაიწყო ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან თანამშრომლობა, ხოლო 2016 წლიდან ცენტრი არის ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) წევრი.

ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ნერგავს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის სრულყოფილების მოდელს (Excellence Model).  2016 წელს ცენტრმა EFQM მოდელის პირველი დონის თვითშეფასებისა და განვითარების პროექტების წარმატებით დანერგვის შედეგად მოიპოვა EFQM-ის აღიარება (Committed to Excellence). ამ ეტაპზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს განმეორებითი თვითშფასების შედეგად შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას სრულყოფილების უფრო მეტი ხარისხის მისაღწევად და EFQM-ის შემდეგი დონის აღიარების მოსაპოვებლად (Recognized for Excellence).

ცენტრის მიზანია, გახდეს EFQM-ის პარტნიორი საქართველოში და ხელი შეუწყოს ხარისხის მართვის ევროპული მოდელის დანერგვას როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებში, ასევე კერძო სექტორში. ცენტრის სწრაფვა სრულყოფილებისკენ სარგებელს მოუტანს დაინტერესებულ პირებს, პარტნიორებსა და თავად ცენტრის თანამშრომლებს.

 
www.efqm.org  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge