კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

WorldSkills საერთაშორისო ორგანიზაცია

საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზით, 2012 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს WorldSkills - საქართველო.

2015 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობიის (GIZ) მხარდაჭერით, WorldSkills - საქართველო გახდა WorldSkills International-ის სრული წევრი. WorldSkills - საქართველოს წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროფესიულ უნარებში შეჯიბრება ტარდება ორ წელიწადში ერთხელ რომელიმე წევრ ქვეყანაში. საქართველოს გუნდმა სამჯერ მიიღო WorldSkills-ის საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობა: 2013 წელს გერმანიაში, ქ. ლაიფციგში; 2015 წელს ბრაზილიაში, ქ. სან-პაოლოში და 2017 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში.
WorldSkills-ის ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას.

https://www.worldskills.org/

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge