კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA)

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) აფილირებული სტატუსის მქონე ორგანიზაციაა.

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციას 850მდე წევრი ჰყავს 47 ქვეყანაში. ორგანიზაცია დაფუძნებულია ბრიუსელში და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია საშუალებას აძლევს წევრ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ერთიან ევროპულ პროექტებში და დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარონ გამოცდილება საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებელობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი 5 ქართული უნივერსიტეტია: (1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, (2) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, (3) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, და (4) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (5) დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი.

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყანაში არსებული ერთადერთი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ორგანოს, წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პლატფორმის გამოყენება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალებას მისცემს მიიღოს უახლესი ინფორმაცია ევროპაში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, მონაწილეობა მიიღოს ევროპული უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირებაში და ეროვნულ დონეზე უზრუნველყოს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება .



ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში წევრობის უპირატესობები მოიცავს:

უნივერსიტეტთა სახელით ევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე ევროპული პოლიტიკის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას,
კავშირების დამყარებას მნიშვნელოვან ევროპულ დაინტერესებულ მხარეებთან,
ევროპულ უნივერსიტეტთა ინტერესების წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე და გლობალურ ღონისძიებებში,
ორგანიზაციის წევრის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge