კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

რეფორმა

საქართველომ 2014 წლის 14 ივნისს ხელი მოაწერა “ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის 18 ივლისს რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
შეთანხმების 361-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს განათლების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. მათ შორისაა ევროკავშირის დოკუმენტები, რომელიც შეეხება კვალიფიკაციებსა და ხარისხის უზრუნველყოფას.
განათლების მთელი სისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 22 მაისის რეკომენდაცია “მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავების შესახებ”. ეს დოკუმენტი არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების გამჭვირვალობას, შესადარობასა და აღიარებას ევროპის დონეზე. აღნიშნული დოკუმენტის პრინციპია სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების სისტემისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა.
შესაბამისად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წელს დაიწყო განათლების სისტემის ანალიზის პროცესი.
აღნიშნული პროცესის შედეგად 2017 წელს მომზადდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დოკუმენტების პროექტები. ასევე, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პროექტების დამტკიცების მიზნით.
საქართველოს განათლების სისტემის სქემა ეფუძნება ევროპული მეტა-ჩარჩოებს (QF-EHEA; EQF-LLL)  და უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას.

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge