პროფესიული დარგობრივი საბჭოები
პროფესიული დარგობრივი საბჭოების საქმიანობის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული სტანდარტებისა ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტიების/მოდულების ფორმირება-დამტკიცების ხელშეწყობა.
საბჭოს ფუნქციებია:
• პროფესიული სტანდარტების ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების/მოდულების შემუშავების საჭიროებების შესახებ ინიციატივების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;
• პროფესიული სტანდარტების ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების/მოდულების პროექტების/ცვლილებების განხილვა და დამტკიცების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
• დარგობრივ ჭრილში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, კონკრეტული კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება.
პროფესიული დარგობრივი საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესი