კალენდარი

arrow ივნისი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კოპენჰაგენის პროცესი

2002 წლის 30 ნოემბერს ევროკომისიისა და ევროპის 30 ქვეყნის პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ მიღებულ იქნა დეკლარაცია „პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“ (კოპენჰაგენის დეკლარაცია), რომელიც ქმნის საფუძველს ევროპაში ერთიანი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარებისათვის.
 
კოპენჰაგენის პროცესის მიზანია, ხელი შეუწყოს  ეროვნული პროფესიული განათლების სისტემებს შორის გამჭვირვალობის ამაღლებას და ურთიერთნდობას, პროფესიული კომპეტენციებისა და კვალიფიკაციების აღიარებას, მობილობასა და მთელი ცხოვრების განმავლობაში განათლების ხელმისაწვდომობას. ამასთან, კოპენჰაგენის პროცესი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს პროფესიული განათლების ხარისხი და გახადოს იგი მიმზიდველი.
 
ამჟამად კოპენჰაგენის პროცესში ჩართულია ევროპის 33 ქვეყანა. იმის გამო, რომ კოპენჰაგენის პროცესში მონაწილეობს მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, საქართველო არ არის პროცესის მონაწილე, თუმცა ეს ფაქტი არ არის დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ საქართველოში, პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმამ უზრუნველყოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოება.

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge