მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის გაზრდა, ცენტრში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის (გადამისამართება განაცხადის ფორმაზე) წარდგენის გზით.
მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადა 90 კალენდარული დღეა.