ავტორიზაციის შემდგომი შეფასებები
ავტორიზაციის შემდგომი შეფასების მიზანია ინსტიტუციების მიერ ავტორიზაციის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულებისა და დაწესებულების ფუნქციონირების გაუმჯობესების მონიტორინგი. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ინსტიტუციასა და ცენტრს აძლევს შესაძლებლობას დაინახონ ავტორიზაციის პროცესის შედეგები დაწესებულების განვითრაებაზე, რაც გამოიხატება ინსტიტუციის მიერ რეკომენდაციების შესრულებისა და მისი შემდგომი განვითარებით.
ავტორიზაციის შემდგომი შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ინსტიტუციისათვის აჩვენოს თუ რა პროგრესს მიაღწია დაწესებულებამ ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ასევე საშუალებას აძლევს ინსტიტუციას თვალსაჩინო გახადოს საზოგადოებისათვის (მათ შორის უნივერსიტეტის შიდა საზოგადოებისათვის) ინსტიტუციის მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციაში ხარისხის კულტურის ამაღლებას. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ასევე საშუალებას აძლევს ინსტიტუციის მენეჯმენტს უზრუნველყოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა უნივერსიტეტის მუდმივი განვითარების პროცესში. ავტორიზაციის შემდგომი შეფასების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიიღოს ავტორიზაციის საბჭომ ან ცენტრმა. არსებობს ავტორიზაციის შემდგომი შეფასების 4 სახე:
- ანგარიში ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება მონიტორინგის (ვიზიტის) გზით;
- თვითშეფასების ანგარიში, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარუდგინოს ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით.
- ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგი იმ დაწესებულებაში, რომელსაც საბჭოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვა.