კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

თემატური ანალიზები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუშაობს ანგარიშებზე, რომლებიც აღწერს და აანალიზებს ხარისხის გარე უზრუნველყოფის საქმიანობის შედეგად მიღებულ ზოგად სურათს. თემატური ანალიზების საშუალებით ცენტრი ახდენს რეფლექსიას ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკასა და პროცესებზე მათი გაუმჯობესების მიზნით ინსტიტუციურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 

ცენტრსა და Erasmus+ საქართველოს ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2019 წელს განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი. კვლევის განმახორციელებლი პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ახალი სტანდარტების შემუშავებასა და ავტორიზაციის განხორციელების პროცესში, როგორც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, ავტორიზაციის ექსპერტები და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წამყვანი პერსონალი რომლის ფარგლებშიც წარმოჩინდა განვითარების ტენდენციები და შემუშავდა რეკომენდაციები პროცესების გაუმჯობესებისათვის. კვლევის შედეგები შესაძლებელია იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

 

უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge