საკოორდინაციო საბჭო
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - საკოორდინაციო საბჭო არის ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანო.
საკოორდინაციო საბჭო განიხილავს:
ა) ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ;
ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;
გ) ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის ბიუჯეტის პროექტს;
დ) ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს;
ე) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - საკოორდინაციო საბჭოს წევრები:
ნუნუ მიცკევიჩი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
გიორგი შარვაშიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
გიგა ზედანია - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
დავით გურგენიძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;
როლანდ კოპალიანი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
ზურაბ ვადაჭკორია - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი;
დავით კერესელიძე - ა(ა)იპ - „ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;
მანანა კაპეტივაძე - სსიპ - ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი;
ანი ქიტიაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო ზამბახიძე - ა(ა)იპ ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი;
ქეთევან ბოჭორიშვილი - სს - „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი;
სუზან კალდშმიდტი - EFQM - ის ლიცენზირებული ტრენერი;
გიორგი ქურდიანი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი.