მხარდაჭერა COVID-19-ის პირობებში

გაცნობეთ, რომ კორონავირუსთან (COVID-19)შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 15 სექტემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით. ასევე ცენტრი აგრძელებს  ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობას. სერვისების დისტანციურად მიწოდება მოხდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის:

 

  • დაწესებულებებსა და ინდივიდუალურ პირებს განცხადებით მომართვა და დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოს ფოსტის მეშვეობით და ელექტრონულად, www.my.gov.ge-ს, info@eqe.ge და www.eflow.emis.ge-ს მეშვეობით (გარდა იმ სერვისებისა, სადაც წარმოსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის ასლი ან თარგმანი.) 

 

  • დაინტერესებული პირების მიღება და კონსულტირება შესაძლებელი იქნება ონ-ლაინ ვიდეო/აუდიო ზარის განხორციელებით. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე info@eqe.ge. ონ-ლაინ ვიდეო ზარის განხორციელებისათვის ცენტრი იყენებს Skype, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის პლატფორმას; 

  • ცენტრი საბჭოების ზეპირ მოსმენებს ატარებს ონ-ლაინ რეჟიმში. დაინტერესებული პირებისათვის ცენტრის ვებ-გვერდზე საბჭოს დღის წესრიგთან ერთად განთავსდება ბმული, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირები შეძლებენ საბჭოზე დასწრებას ონ-ლაინ რეჟიმში. 

 

 

  • გაცნობებთ, რომ 2020 წლის 5 ნოემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ვიზიტი განხორციელდება ახალი პრინციპით. მოქალაქე სერვისის მიღებას შეძლებს მხოლოდ my.gov.ge- ის პორტალზე დაჯავშნით.

     

    რა უნდა გავითვალისწინოთ:

     

    - ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან - my.gov.ge.

    თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულია ჯავშნის კალენდარი (https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/sub-services/21 ) სადაც მოქალაქე გაივლის რეგისტრაციას.

     

    - დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს ცენტრის თანამშრომელს.

     

    - მოქალაქე ცენტრში მომსახურებას ვეღარ მიიღებს წინასწარი ჯავშნის გარეშე.

     

     

    - ცენტრში მოსული მოქალაქე ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი, ხელის ანტისეპტიკა და აუცილებელია პირბადის ტარება.

     

    - სერვისის დაჯავშნა ვერ განხორციელდება ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.



  • მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ სერვისის მიღებით დაინტერესებული პირი/ან ოფიციალური წარმომადგენელი;

  • მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეთ მითითებულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომსახურება ვერ განხორციელდება;

  • შენობაში დაშვება ხდება მხოლოდ პირბადის გამოყენების და თერმოსკრინინგის შემთხვევაში.

 

ცენტრი მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge