სასარგებლო რესურსები ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით

ქვემოთ მოცემულია რესურსები, რაც ინსტიტუციებს დაეხმარებათ ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემულ რესურსებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და მათი გამოყენება დამოკიდებულია ინსტიტუციების მიზნებზე, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინსტიტუციებში არსებულ რესურსებზე.
ცენტრი რეგულარულად განაახლებს მოცემულ გვერდს. ასევე ინსტიტუციებს, რომელთაც სურთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ელექტრონულ სწავლებასთან მიმართებით, შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე Higher.Ed@eqe.ge  

MOOC კურსი 
MOOC-ის უფასო ონ-ლაინ კურსში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ექსპერტები მონაწილეებს სთავაზობენ ელექტრონული სწავლების სტრატეგიებს. კურსის განმავლობაში ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ონლაინ კვლევის ეთიკა, ციფრული იდენტობის შექმნა, ჩართულობის/ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ელექტრონულ სწავლებაში.

SEQUENT პროექტი 
ევროპულ სივრცეში ხარისხიანი დისტანციური განათლების მხარდაჭერის პროექტი (SEQUENT) წარმოადგენს დისტანციური განათლების ევროპული ასოციაციის (EADTU) და დისტანციური განათლების ხარისხის ევროპული ფონდის (EFQUEL) ერთობლივ ინიციატივას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით (ENQA), უმაღლეს განათლებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ხარისხის გასაზრდელად. პროექტი გვთავაზობს რესურსებს, მიდგომებსა და მოდელებს ელექტრონული სწავლების ხარისხის მხარდაჭერისათვის უმაღლეს განათლებაში. პროექტის ვებ-საიტზე განთავსებულია პუბლიკაციები, რეკომენდაციები უნივერსიტეტების გამოცდილება პროექტის ფარგლებში.

• TeSLA 
TeSLA სისტემა წარმოადგენს ევროპის კომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს. სისტემა გამოიყენება სწავლა-სწავლებაში დროისა და ფიზიკური სივრცის შეზღუდვების შესამცირებლად, რომელიც აფართოებს შესაძლებლობებს იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ ფიზიკური ან სხვა სახის შეზღუდვები, ამასთანავე მხედველობაში იღებს და პატივს სცემს ინდივიდების სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს.
TeSLA არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული სწავლების პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის შესამცირებლად და ქმნის უფრო ძლიერ ონლაინ გამოცდილებას. მის მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებებსა და ონლაინ დაკავშირებული სტუდენტებს შორის ნდობის ჩამოყალიბება. სისტემის იდეას წარმოადგენს სწავლებაში ჩართული პერსონალისა და ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვა (შესაბამის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე დაყრდნობით) სტუდენტების მიერ გადაგზავნილი ნებისმიერი ტიპის დავალების ავტორობისა და ავთენტურობის შესახებ. ტექნოლოგია უზრუნველყოფს ტრადიციული შეფასების სისტემების ნდობაზე დაფუძნებული ელექტრონული შეფასების სისტემით ჩანაცვლებას.

Instructional Design Emergency Response (ID-ER) Network 
ეს ქსელი წარმოადგენს ერთ-ერთ პლატფორმას, რომელიც აკადემიურ პერსონალსა და ინსტიტუციებს სთავაზობს რჩევებს კრიზისული პერიოდებისა და ეპიდემიების დროს ტრადიციული (პირისპირ) სწავლების ფორმების ელექტრონულ რეჟიმში შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ტონი ბეითსის წიგნი - სწავლება ციფრულ ეპოქაში 
წიგნში მოცემულია ეფექტური სწავლების პრინციპები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს წიგნის მე-12 თავი,  რომელიც ეხება სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას ციფრულ ეპოქაში. ავტორი გვთავაზობს ციფრულ ეპოქაში სწავლების ხარისხის ცნების განმარტებას, შემოთავაზებულია სხვადასხვა მიდგომები ელექტრონული სწავლებისა და სწავლისათვის, ავტორი ასევე ხსნის გუნდური მუშაობის მნიშვნელობას ელექტრონულ სწავლებაში და მკითხველებს სთავაზობს რეკომენდაციებს ციფრულ ეპოქაში სწავლის შედეგების შესაბამისად ჩამოყალიბებისათვის, ასევე არსებულ რესურსებს ელექტრონული კურსების განსახორციელებლად.

• დისტანციური სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა

სტატიაში შეჯამებულია მსოფლიო გამოცდილება დისტანციური სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაში. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩრდ. ამერიკული, ევროპული და ბრიტანული გამოცდილება შესაბამის სტატიებსა და სახელმძღვანელოებზე წვდომით. ამასთანავე შეგიძლიათ ნახოთ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება და სამეცნიერო კვლევები ამ მიმართულებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge