ექსპერტები
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების მქონე სპეციალისტებისა და დარგის იმ სპეციალისტებისგან, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში მუშაობის გამოცდილება.
ცენტრი მუდმივად ცდილობს, განავითაროს ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობები სფეროს სიახლეების და გამოწვევების კვალდაკვალ.
2020 წლის ბოლოსთვის განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება: სერტიფიცირებული პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და დარგის ექსპერტებისგან.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის ფორმირებამდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი ექსპერტები საქმიანობას ახორციელებენ №170 ბრძანებით ამტკიცებული „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, აქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით“ დადგენილი რეგულაციების მიხედვით.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის ფორმირების შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი ექსპერტები საქმიანობას განახორციელებენ №408413 ბრძანებით ამტკიცებული ,,პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით" დადგენილი რეგულაციების მიხედვით.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
დანართი